"ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებისადმი გავრცელებულ მიმართვაშია საუბარი:
...რათა გავფანტოთ სუს-ის მიერ ცირკულირებული სპეკულაციები, ასევე მანევრირებისთვის მეტი სივრცე და მთავარ საკითხზე კონცენტრაციის მეტი შესაძლებლობა დავუტოვოთ ოპოზიციურ პარტიებს, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთის მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკური ხაზს და, მეორე მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას, - წერს მიხეილ სააკაშვილი.