
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დღეს ძველი მოწვევის საკრებულო აპირებს. ამ მოცემულობით, მთავარ ფინანსურ დოკუმენტს "ქართული ოცნება" დაამტკიცებს, რადგან ძველ შემადგენლობაში უმრავლესობა სწორედ მმართველ პარტიას აქვს.
ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას კანონდარღვევაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მმართველ გუნდს გეგმის სისრულეში მოყვანის საშუალებას არ მისცემენ.
"ჩვენ ვაპირებთ, ყველა ფორმით შევუშალოთ ხელი ამ უკანონობას. არც სამართლიანობის პრინციპში ჯდება ეს, არც კანონიერებაში და საერთოდ არაფერში, როცა ქალაქმა აირჩია საკრებულოს ის შემადგენლობა, რაც აირჩია და უცებ აქ რიჟვაძეებმა გადაწყვიტეს, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს, რომელსაც ვადა გაუვიდა, უნდა მიაღებინონ მომავალი წლის ბიუჯეტი", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კირთაძემ.