ეს უკვე ბოიკოტი აღარ არის, საბოტაჟია კონსტიტუციური ორგანოს წინააღმდეგ - ოხანაშვილი ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

გვესაუბრებიან იმაზე, რომ რაღაცას აპროტესტებენ და რეალურად, მუდმივი ბოიკოტის რეჟიმში არიან. ეს ბოიკოტი კი აღარ არის საპარლამენტო პროცედურის შესაბამისად, არამედ ეს არის საბოტაჟი ქვეყნის კონსტიტუციური ორგანოს წინააღმდეგ. უკვე იმდენად შესულები არიან ამ ეშხში, საშიშ საბოტაჟის რეჟიმში, რომ ყველაფერს უცხადებენ ე.წ. ბოიკოტს. მალე საკუთარ თავსაც გამოუცხადებენ ბოიკოტს და ამით დაასრულებენ ამ პოლიტიკურ საქმიანობას.

ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის მიმართ ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი