„ოცნება“ საარჩევნო სისტემის ცვლილებას არ გეგმავს - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველ გუნდს გამარჯვებისთვის საკმარისი რესურსი არ გააჩნია

გამოქვეყნდა:

მმართველი გუნდი უკვე ღიად ადასტურებს, რომ არ სურს საარჩევნო სისტემის ცვლილება. „ ქართული ოცნების“ წევრები პარლამენტსა თუ მთავრობაში, შერეული სისტემის მხარდამჭერი თანამოაზრეების მობილიზებას ცდილობენ.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას არც არასდროს სურდა პროპორციულზე გადასვლა. მისი მიზანი ქვეყნის მმართველობაში 2030 წლამდე დარჩენაა, რისი ერთადერთი საშუალებაა კენჭისყრა 2024 წელსაც შერეული სისტემით ჩატარდეს. თუმცა ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, პოლიტიკური ვითარება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რადიკალურად შეიცვლება და „ქართული ოცნება“ 2024 წლამდე ვეღარ მიაღწევს.

ოპოზიციის შეფასებები თბილისის მერის განცხადებას მოჰყვა. კახა კალაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ პროპორციული სისტემის მომხრე იყო, თუმცა, დარწმუნდა, რამდენად სარისკოა ქვეყნისთვის ეს მოდელი და ამიტომ აღარ ემხრობა. „ქართული ოცნების“ პარტიის გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ 2024 წლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭიროა. 

შერეულ სისტემას უპირატესობას რომ ანიჭებენ, ეს არც მმართველი გუნდის სხვა წევრებს დაუმალავთ. ისინიც მთავარ აქცენტს რისკებზე აკეთებენ, რომელიც მათ მტკიცებით, ქვეყნის სტაბილურობას პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში დაემუქრება. უმრავლესობის დეპუტატების თქმით, შერეული სისტემის შენარჩუნებას ბიძინა ივანიშვილიც ემხრობა.

„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ შერეული სისტემის შენარჩუნების მომხრე დეპუტატთა რაოდენობა გაიზრდება და ის საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს. ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნები 2024 წელსაც შერეული მოდელით ჩატარდება, თუმცა ამის შესაძლებლობას ხელისუფლების ოპონენტები გამორიცხავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი