20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება - გიორგი გახარია

გამოქვეყნდა:

"20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება", - ამბობს პრემიერ მინისტრი კითხვაზე, იქნება თუ არა ისევ თანამდებობაზე "გავრილოვის ღამის" წლისთავზე. გიორგი გახარია ამბობს, რომ ეს კითხვა მას უკვე არაერთხელ დაუსვეს და უკვე იმუნიტეტი აქვს.

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერაა ეს გავრცელებული. მე მინდა, მადლობა გითხრათ, რადგან იმუნიტეტი შემძინეთ, არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქ, იმდენჯერ დამისვეს ეს კითხვა. პერსონალურად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სად ვიქნები, რეალურად, მთავრობაში ვიქნები თუ ფერმერი, ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ, რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება”, – განაცხადა გიორგი გარიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი