რატომ არის საჭირო 2 "მწვანე პასპორტი" - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

გამოქვეყნდა:

​კოვიდგადატანილი მოქალაქეები, რომლებსაც ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული არ აქვთ, საზღვარგარეთ "მწვანე პასპორტით" უვადოდ ვერ ისარგებლებენ. ამასთან დაკავშირებით განმარტება დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ​ასეთი პირები სხვა ქვეყნებში მწვანე სტატუსით მხოლოდ ვირუსის დადასტურებიდან 6 თვის განმავლობაში შეძლებენ სარგებლობას, ამის შემდეგ კი დასჭირდებათ ისეთი "მწვანე პასპორტი", რომლითაც დასტურდება, რომ ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული.

"საქართველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში დაგვჭირდება გამოვიყენოთ ის ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით დაუერთდა და იქ ამ პასპორტის ვარგისიანობის ვადა არის ექვსი თვე", - თქვა ტიკარაძემ. 

რაც შეეხება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას უვადო მწვანე სტატუსთან დაკავშირებით, მინისტრი ამბობს, რომ დაძაბული სოციალური და ეკონომიკური ფონის პირობებში, ეს გადაწყვეტილება "ცუდი არაა".

"ჩვენ გაგვაჩნია ყველას ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და თუ ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო მარტივია, გაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე კიდევ უფრო რთულია, აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში, ალბათ, არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამავე თემაზე: 

საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ - ტიკარაძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი