ცენზურა და კრიტიკული აზრის შეზღუდვის მორიგი მცდელობა - მარეგულირებელი "მთავარი არხის" დაჯარიმებას ცდილობს 

გამოქვეყნდა:

მარეგულირებელი კომისია ცდილობს დააჯარიმოს “მთავარი არხი” ვიდეორგოლისთვის, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” დაამზადა და ტელეარხს საეთერო ბადეში განთავსება სთხოვა:

"ამ რგოლში, “ქართული ოცნების” წევრების გამოსახულებებით იქმნება ვლადიმერ პუტინის პორტრეტი. აღნიშნული გამოსახულებით, ჩვენ ვაპროტესტებთ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას. ვაპროტესტებთ ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას, რომელიც კრემლის ინტერესებს ემსახურება და ვცდილობთ მოქალაქეთა ინფორმირებას.

“მთავარი არხის” სანქცირების მცდელობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია; ჩვენ ვხედავთ ცენზურის დაკანონებისა და ზოგადად, კრიტიკული აზრის შეზღუდვის მორიგ მცდელობას. ანუ იმას, რასაც ვიდეორგოლით ვაპროტესტებთ." აცხადებენ "სირცხვილიაში".

სხდომა მათი ინფორმაციით, მარეგულირებელში დღეს , ცოტა ხანში უნდა დაიწყოს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი