ვინ მოკლა ნუგზარ ფუტკარაძე - ზუსტად იმ ხალხმა, ვინც დაამარცხა ვარდების რევოლუციამ - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს წევრის, საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეს ეხმაურება: 

"ნუგზარ ფუტკარაძემ სიცოცხლე გაწირა პრინციპებისთვის ქვეყნისთვის! ნაციონალური მოძრაობის არცერთი წევრი არ გაიყიდა. ვინ მოკლა ნუგზარ ფუტკარაძე - ზუსტად იმ ხალხმა, ვინც დაამარცხა ვარდების რევოლუციამ. ის, ვინც ანადგურებდა მანამდე და ანადგურებს ახლა ეროვნულ დოვლათს და თითოეულ ოჯახს ძარცვავს. ჩვენ ერთად უნდა მოვუღოთ ბოლო ამ ყველაფერს!" ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. როგორც გაირკვა ხელისუფლება მასზე ზეწოლას ახორციელებდა და 100 000 დოლარის სანაცვლოდ ენმ-ს დატოვებას აიძულებდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ფუტკარაძემ ვერ გაუძლო ზეწოლას, მისი მდგომარეობა გაუარესდა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი