ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას, რომ უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა - ტიკარაძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის სხვა კლინიკაში, მათ შორის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობას ვერ ხედავს.

როგორც მან აღნიშნა, სამხედრო ჰოსპიტალს მკურნალობის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები აქვს.

"პაციენტი დღესდღეობით მკურნალობს თერაპიულ საწოლზე თერაპიული კოდით. ჩვენს ექიმებს გააჩნიათ სრული გამოცდილება, თუ როგორ უნდა მართონ პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა დამატებით პროტოკოლი, რომელიც არის საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობილი და ის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც არის ჩვენგან რეკომენდირებული გორის ჰოსპიტალზე, ისევე როგორც პენიტენციურ სამსახურზე, აქტიურად მართავენ პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს. მისი მდგომარეობა არის გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელი. პირადად მე ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას, რომ პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა", - თქვა მინისტრმა.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ისმის გარკვეული მოსაზრებები და მოთხოვნები როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების, ასევე ოჯახის წევრების მხრიდან, რომ მკურნალობა სხვა, უფრო მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში მოხდეს. მათ შორის შესაძლოა, განიხილებოდეს საზღვარგარეთ მკურნალობაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი