
"ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებიდან არის კოალიციური მმართველობა და რიგგარეშე არჩევნები" - ამბობს, ფრაქცია "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ეხმაურება.
ჯაფარიძის თქმით, კრიზისიდან გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია.
"ერთპარტიული დამყაყებული მმართველობა, დაინახეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომ გარდა უარყოფითი განვითარებისა, არ აძლევს ქვეყანას არაფერს და მიაქანებს ქვეყანას უკუსვლით. ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებიდან არის კოალიციური მმართველობა და რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციულად და ამისთვის აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.
შესაბამისად, ჩვენ კონცენტრირება უნდა გავაკეთოთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია და რა თქმა უნდა, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა, რიგგარეშე არჩევნები" - ამბობს ბადრი ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის მიმართვის კომენტირებისას