სუს-ის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა, დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ტერორი - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან, გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმების ტერორზე საუბრობს. 

"ბოლო დღეებში სუს-ის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტი ითხოვს, დეპუტატებს მასთან შესვლის უფლება მისცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უარს იტყვის მკურნალობაზე.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი