ბათუმის საკრებულოში ხმაურია. ბიუროს სხდომაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ. ადგილზე იმყოფებიან ენმ-ს ლიდერები გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე, ელგუჯა ბაგრატიონო. ასევე ირაკლი კუპრაძე და სხვები. ვითარება დაძაბულია.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოს ძველი შემადგენლობით სურს წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის - 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება და აპროტესტებს ბიუჯეტის დამტკიცების საკითხის დღის წესრიგში შეტანას.