"ოცნება კლავს" - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან.
ადგილზე შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის ეფექტურ და დროულ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. აქტივისტები თორნიკე რიჟვაძის გადადგომასაც ითხოვენ.
აქტივისტებს პროკურატურასთან მიტანილი აქვთ ტრანსფარანტები წარწერით "ია კერზაია, ნუგზარ ფუტკარაძე, შემდეგი იქნები შენ".
მანამდე, მოძრაობა "დროას" და "სირცხვილიას" წევრებმა აქცია "ქართული ოცნების" ოფისთანაც გამართეს.