"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბათუმის ახლადარჩეულ საკრებულოსა და ბათუმის "არჩეულ" მერს მიმართავს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
მივმართავ ბათუმის ახლადარჩეულ საკრებულოს: პირველი შეკრებისთანავე განახორციელონ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება
მივმართავ ბათუმის "არჩეულ" მერს: გაითვალისწინოს ამავე მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტით დადგენილი დებულება.
მუხლი 60. არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ:
- ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა;
- ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ;
- გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო;
- დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
2. არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით არარად აღიაროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, - წერს ნიკა გვარამია.