2015 წლის შემდეგ გავღარიბდი - გიორგი გახარია

გამოქვეყნდა:

"2015 წლის შემდეგ გავღარიბდი და ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი იმიტომ, რომ ვემსახურები ამ ქვეყანას", - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ "მთავარი არხის" კითხვას. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სად ქრება მისი ქონება 2015 წლის შემდეგ მისი დეკლარაციიდან, რომლის თანახმად მთავრობის მეთაურს საბანკო ანგარიშზე 100 ლარამდე აქვს, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შემოსავალი დააკლდა.

„ქონებრივი დეკლარაცია ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შევსებულია დეტალურად. იქ არის ყველაფერი დაცული. რაღაცა გავყიდე, რაღაცა ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება. ეხლა რა გინდათ, მოგიყვეთ, ჩემს წინა ცხოვრებაში შემოსავლები რამდენი მქონდა?“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი