თავისუფალი სიტყვის ჯალათები და ივანიშვილის პირადი ცენზორები | ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

გამოქვეყნდა:

მარეგულირებელი კომისიის მიერ "მთავარი არხის" 112 ათასი ლარით დაჯარიმება და არხის საპასუხო ნაბიჯები - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა.  ნიკა გვარამია ამბობს, რომ ტელეკომპანია ჯარიმას არ გადაიხდის და გაასაჩივრებს.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ამბობს იმასაც, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება უკანონოა და ის "ივანიშვილის პირადმა ცენზორებმა" მიიღეს. მისივე თქმით, ხვალიდან, "მთავარი არხის" ეთერში გავა კლიპი მარეგულირებელი კომისიის თანამშრომლებზე, სახელწოდებით: "იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს და ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებს".

გვინდა განცხადება გავაკეთოთ ჩვენი მედიის პრაქტიკულად დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დღეს, მარეგულირებელმა კომისიამ ჩათვალა და მიიღო უპრეცენდენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის 112 ათასი ლარი. აქამდე რეკორდი იყო 58 ათასი ლარი და ეგეც ჩვენ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება იყო, თუ გახსოვთ, მაშინ შალვა რამიშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის საუბარი იყო, ახლა უკვე ამ ორ კლიპთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება. უფრო სწოად, მანამდე მიიღეს, "გაათავისუფლე მიშას" გამო გადაწყვეტილება, მიმართეს სასამართლოს და სასამართლომ უარი თქვა. ხვალ 14:00 საათზე პროცესია ჩანიშნული ამ მიშას კლიპებთან დაკავშირებით. 

დღეს აბსოლუტურად უკანონოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება... გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2 კლიპის გამო. პირველი - "სირცხვილიას" კლიპი, არ არის ჩვენი პროდუქტი, მოტანილ იქნა როგორც სოციალური რეკლამა და აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის ყველა პარამეტრს. ამით შეიზღუდა არამხოლოდ მედიის უფლება, არამედ შეიზღუდა არასამთავრობო სექტორის გამოხატვის უფლებაც. მეორე კლიპი იყო, გახსოვთ ალბათ, "კლავს". ერთი იყო პოლიტიკოსებზე, რომლებიც სააკაშვილზე საუბრობდნენ, მეორე იყო ციხის ადმინისტრაციაზე.

აღნიშნული კლიპები ხელისუფლებამ ჩათვალა და კომისიამ ჩათვალა პოლიტიკურ, წინასაარჩევნო კლიპებად. ვაცხადებ პირდაპირ, წინასაარჩევნო რეკლამა ემსახურება სხვისი არჩევის მიზნით მეორე პოლიტიკური ძალის ანტირეკლამას. ესეც შეიძლება ჩაითვალოს. მე ვკითხულობ - ვისი არჩევის ან რომელი არჩევნები მიმდინარეობს ახლა საერთოდ. ან ვისი არჩევის მოტივაციით იყო ახლა ეს. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს საარჩევნო სუბიექტი. შესაბამისად, ფორმალურადაც და მატერიალურადაც, აბსოლუტურად მცდარია ეს გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს ერთადერთს, ჩვენი სამოქალაქო და სარედაქციო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას. 

ეს არის ცენზურის გადაწყვეტილება და მინდა იცნობდეთ ივანიშვილის პირად ცენზორებს და თავისუფალი სიტყვის ჯალათებს, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს და ეს არ არის პირველი შემთხვევა. მთავარი ჯალათი არის ეს კაცი, რა თქმა უნდა, თავისი კორუფციული სქემებით და არაერთხელ ვამხილეთ, ეს არის კახა ბექაური, შემდეგი, ეს არის ვახტანგ აბაშიძე, რომელიც ვითომ გვიღიმის და არაფრით არ განსხვავდება ამ შავბნელი ხალხისგან და მესამე არის ეკატერინე იმედაძე... ესეც არის ჯალათი თავისუფალი სიტყვის და ცენზორი. 

ახლა მე ვკითხულობ - ხვალიდან ჩვენთან გავა კლიპი ამ ადამიანებზე, "იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს და ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებს". ესეც პოლიტიკურ რეკლამად ჩაითვლება? ძალიან მაინტერესებს, ეს სამი ადამიანი გამოიტანს საკუთარ თავზე გადაწყვეტილებას, რომ ეს პოლიტიკური რეკლამაა?

გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამას გავუშვებთ ხვალ ყველა შემთხვევაში. ისვეე როგორც არ ვაპირებთ არანაირი თანხის გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ სასამართლო გაუძლებს თუ არა ამ ტესტს, - ამბობს ნიკა გვარამია. 

ნიკა გვარამია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, ასევე აშშ-ის საელჩოს, ოპოზიციასა და მედიასაშუალებებს მიმართავს და ამ საკითხთან დაკავშირებით რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

"ამბობენ, რომ ეს არის ევროპული სტანდარტი და ხელმძღვანელობენ ევროპული სტანდარტით. ამიტომაც მივმართავ პირადად ბატონ კარლ ჰარცელს, რომ მან მოახდინოს რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მივმართავ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და განვმარტავ რატომ - ჩვენი კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ აღიარებულია ევროპის კომიტეტზე... პირდაპირ აშშ-ის ელჩმა შეისწავლოს ეს საკითხი და მოახდინოს მყისიერად რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით, - ამბობს ნიკა გვარამია. 

"ეს არის არასამთავრობო სექტორის მედია კასტრაცია" - აცხადებს ნიკა გვარამია და ამბობს, რომ ეს პირდაპირი დარტყმაა არასამთავრობო სექტორზე. ის განმარტავს იმასაც, რა პრობლემები შეექმნება ოპოზიციას ასეთი პრეცედენტით: 

თქვენი შეზღუდვაა, მედიაში პრაქტიკულად ვეღარ გამოჩნდება ვერაფერი, სადაც რომელიმე პირს ან კორუფციაზე, ან სასამართლო კლანზე, ან ხელისუფლების მითვისებაზე, ან არჩევნების გაყალბებაზე საუბრებით, ვერაფერი ვერსად განთავსდება ვერც ერთ არხზე... "მაგალითად, ოპოზიციური პარტიის მიტინგის დაანონსება და დროის განმარტება, როდის იქნება, რა ლოკაციაზე და ა.შ. რაც აბსოლუტურად არ წარმოადგენ პოლიტიკურ რეკლამას, არამედ საინფორმაციო დატვირთვა აქვს, ესეც აკრძალული გვაქვს. ანუ, თქვენი ამომრჩეველი ვერ გაიგებს თქვენი შეკრების დროის, ლოკაციის და ა.შ. რაც აბსოლუტურად ნორმალური პრაქტიკაა და არ წარმოადგენს წინასაარჩევნო რეკლამას, მითუმეტეს არასაარჩევნო პერიოდში" - ამბობს ნიკა გვარამია.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი სხვა ტელევიზიებსაც მიმართავს:

"ჩვენ გვაქვს თქვენი გვერდში დგომის იმედი. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს აქლემი თქვენს კარებთანაც დაიჩოქებს და ვიცით, რომ არაერთხელ გამხდარხართ მსხვერპლი ამ ყველაფრის, მაგრამ ეს უკვე უპრეცედენტო მასშტაბებს იღებს მთავრი არხის წინააღმდეგ" - ამბობს ნიკა გვარამია.

იხილეთ ასევე:

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი