"ჩვენ გვაქვს თქვენი გვერდში დგომის იმედი...ეს აქლემი თქვენს კარებთანაც დაიჩოქებს" - ნიკა გვარამიას მიმართვა NGO-ებს, ტელევიზიებსა და ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

ეს არის არასამთავრობო სექტორის მედია კასტრაცია - აცხადებს ნიკა გვარამია "მთავარი არხის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში. მთავარი არხის გენერალური დირექტორის თქმით, კომუნიკაციების კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც ბექაურის უწყებამ პოლიტიკური რეკლამის მოტივით ახსნა, პირდაპირი დარტყმაა არასამთავრობო სექტორზე:

თქვენი შეზღუდვაა, მედიაში პრაქტიკულად ვეღარ გამოჩნდება ვერაფერი, სადაც რომელიმე პირს ან კორუფციაზე, ან სასამართლო კლანზე, ან ხელისუფლების მითვისებაზე, ან არჩევნების გაყალბებაზე საუბრებით, ვერაფერი ვერსად განთავსდება ვერც ერთ არხზე" ამბობს ნიკა გვარამია 

ნიკა გვარამია ოპოზიციურ პარტიებსაც მიმართავს და განმარტავს, რა პრობლემები ექმნებათ მათ ასეთი პრეცედენტით:

"მაგალითად, ოპოზიციური პარტიის მიტინგის დაანონსება და დროის განმარტება, როდის იქნება, რა ლოკაციაზე და ა.შ. რაც აბსოლუტურად არ წარმოადგენ პოლიტიკურ რეკლამას, არამედ საინფორმაციო დატვირთვა აქვს, ესეც აკრძალული გვაქვს. ანუ, თქვენი ამომრჩეველი ვერ გაიგებს თქვენი შეკრების დროის, ლოკაციის და ა.შ. რაც აბსოლუტურად ნორმალური პრაქტიკაა და არ წარმოადგენს წინასაარჩევნო რეკლამას, მითუმეტეს არასაარჩევნო პერიოდში" განმარტავს ნიკა გვარამია  

 "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი სხვა ტელევიზიებსაც მიმართავს:

"ჩვენ გვაქვს თქვენი გვერდში დგომის იმედი. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს აქლემი თქვენს კარებთანაც დაიჩოქებს და ვიცით, რომ არაერთხელ გამხდარხართ მსხვერპლი ამ ყველაფრის, მაგრამ ეს უკვე უპრეცედენტო მასშტაბებს იღებს მთავრი არხის წინააღმდეგ" ამბობს ნიკა გვარამია

მისივე თქმით, დღევანელი სანქცია არის ყველაზე მაღალი რაც კი შეიძლებოდა კომუნიკაციების კომისიას ტელევიზიისთვის დაეკისრებინა და ამის ზევით რჩება მხოლოდ ერთი - მაუწყებლობის უფლების შეჩერება. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი