აფეთქება ციმბირის შახტში | დაიღუპა სულ მცირე 11 მაღაროელი, ეძებენ 39-ს

გამოქვეყნდა:

აფეთქება ციმბირის შახტში - შემთხვევა 25 ნოემბერს კემეროვოს ოლქში მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 46 კი დაშავდა. 39 მაღაროელი კიამ დრომდე მიწის ქვეშ რჩება. 

რეგიონის გუბერნატორის, სერგეი ცივილევის თქმით, მაღაროში დარჩენილებთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება. მაშველები ქვენახშირის მაღაროში დიდი გამონაბოლქვის გამო ვერ ჩადიან. მისივე ინფორმაციით, აფეთქების დროს შახტში სულ მცირე 287 პირი იმყოფებოდა. 

კემეროვოს გუნერნატორმა ოლქში 26-28 ნოემბერს გლოვა გამოაცხადა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი