"#FreeMisha არ არის ჩემი დღის წესრიგის მთავარი საკითხი" | ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"#FreeMisha არ არის ჩემი დღის წესრიგის მთავარი საკითხი", - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე TV კავკასიის ეთერში საუბრობს. 

#FREEMISHA არ არის ჩემი დღის წესრიგის მთავარი საკითხი. მთავარი საკითხი არის სრულად პროპორციული 2%-იანი ბარიერი და ამის გარშემო შემოშენება ბევრი სხვადასხვა საკითხების და მათშორის იმ პრობლემების, რომლებიც ყოველდღიური პრობლემებია. ასევე ახსნა მხარდამჭერებისთვის და არამხარდამჭერებისთვის რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, სადაც სხვადასხვა კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას და რამდენად შეუთავსებელია ამ ძალაუფლების შენარჩეუნბა ქვეყნის განვითარებასთან ერთად. ან  რესურსები იხარჯება იმაზე, რომ ქვეყანა განვითარდეს ან რესურსები იხარჯება, რომ ვიღაცებმა შეინარჩუნონ ძალაუფლება. მათ შორის, ახსნა იმის, რომ ყველა პრობლემა, რაც ქვეყანაში არსებობს, დაკავშირებულია იმასთან რომ ვიღაცები ძალაუფლებას ინარჩუნებენ, - ამბობს ჯაფარიძე.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი