არ მივცემთ ბიუჯეტის დამტკიცების საშუალებას - ბათუმის საკრებულოში ხმაურიან სხდომას ელიან

გამოქვეყნდა:

ბათუმის საკრებულოში დღეს ხმაურიანი სხდომაა მოსალოდნელი. ოპოზიცია არ აპირებს წინა მოწვევის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საშუალება მისცეს.  ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, "ქართული ოცნება" ცდილობს, წინა მოწვევის საკრებულოს, სადაც მმართველ გუნდს აქვს უმრავლესობა, კანონდარღვევით მიაღებინოს მომდევნო წლის ბიუჯეტი, რომელიც მათივე ინტერესებზეა მორგებული.

"ქართული ოცნება იძულებულს გვხდის ყველანაირი ხერხით ვებრძოლოთ ამ უმსგავსობას, ამ უნიათობას რასაც დღეს ქართული ოცნება ჩადის ბათუმში და რაც უნდა რომ გააკეთოს, უნდა, რომ ვადაგასულ საკრებულოს, რომელსაც ამოეწურა ვადა და უთხრა ბათუმელებმა უარი, მიაღებინოს 2022 წლის ბიუჯეტი", - თქვა ახლად არჩეულმა საკრებულოს დეპუტატმა, ლაშა კილაბერიამ.

ბათუმში საკრებულოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, იგივე მიზეზით ხმაურიანი იყო ბიუროს გუშინდელი სხდომაზეც.  რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ უკვე საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი ოპოზიციონერები შენობიდან ძალით გაიყვანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი