ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში

გამოქვეყნდა:

ხმაურისა და დაპირისპირების გამო ზუგდიდში საკრებულოს სხდომა რამდენჯერმე ჩაიშალა. ადგილობრივი ბიზნესმენი მანანა შანავა საკრებულოში ადვოკატთან ერთად მას შემდეგ მივიდა, რაც გაიგო, რომ მისი ყოფილი მიწის ნაკვეთი, რომელზეც წლებია დაობს, საკრებულოს გასაყიდად გაჰქონდა.

საკრებულოში დაპირისპირება ბიზნესმენის მისვლის შემდეგ მოხდა, რა დროსაც, მანანა შანავამ საკრებულოს თავმჯდომარეს წყალი შეასხა.

შანავას მტკიცებით, მან ნაკვეთი 2008 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინა, თუმცა 2008 წელს ომის გამო ოთხმილიონიანი ინვესტიცია ვერ განახორციელა.

ბიზნესმენის განმარტებით, ამ მიწის ნაკვეთით დაინტერესებულია ზუგდიდის მერი და პროექტს სწორედ ამ მიზეზით არ უმტკიცებენ. ბრალდებებს გეგა შენგელია არ ადასტურებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი