აჭარის უმაღლეს საბჭოსთან პოლიციაა მობილიზებული - შენობაში მხოლოდ ბათუმის საკრებულოს ვადაგასულ წევრებს უშვებენ

გამოქვეყნდა:

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც დღეს საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

სამართალდამცველები შენობაში მხოლოდ იმ ადამიანებს უშვებენ, რომლებიც ძველი მოწვევის საკრებულოს წევრები არიან. 

ცოტა ხნის წინ შესვლაზე უარი უთხრეს პარტია "ლელოს" წევრ ირაკლი კუპრაძეს, რომელიც ახალი მოწვევის საკრებულოს წევრია.

"მეუბნებიან, რომ სიაში არ ვარ, სტუმრების სიაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიწვია. მთელი შენობა ალყაშია პოლიციელების, დაცვის პოლიციის კრიმინალური პოლიციის მიერ, გაძეძგილია პარტიული აქტივისტებით და დეპუტატს, რომელსაც მიანიჭა მანდატი ადგილობრივმა მოსახლეობამ, არ გვიშვებენ შენობაში. ფიზიკურად შეუძლებელია ბარიერის გადალახვა. საშვთა ბიურო დახურულია, შიგნიდან დამცირებული თანამშრომლები გვეუბნებიან, რომ ვერ გაგვიღებენ კარებს, რადგან ასეთი ბრძანებაა მათზე გაცემული", - თქვა ირაკლი კუპრაძე.

ცნობისთვის, უმაღლესი საბჭოს შენობაში ბათუმის საკრებულოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომაზე ძველი მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ამის საშუალებას არ მისცემენ. 

ადგილზე დაძაბული ვითარებაა. დილიდან ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი