ბათუმის საკრებულოს სხდომა დაიწყო - ბიუჯეტის დამტკიცება ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ბათუმის საკრებულოს სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ძველი მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. 

პარალელურად გარეთ აქცია მიმდინარეობს.

სხდომის დარბაზის წინ პოლიციის ცოცხალი კორდონი დგას. ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს შიგნით არ უშვებდნენ, რასაც დაპირისპირება უკვე რამდენჯერმე მოჰყვა.

პროტესტის ნიშნად ოპოზიციის წევრებმა გადაწყვიტეს თავადაც კარის წინ დამდგარიყვნენ და „ოცნების“ წვერები შიგნით არ შეეშვათ, თუმცა პოლიციის დახმარებით ისინი დარბაზში მეორე შესასვლელიდან მოხვდნენ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი