"ატარებენ სხდომას რიგითი ნახვაწის გადასარჩენად" - საკრებულოს სხდომა ზუგდიდშიც დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბათუმის მსგავსად, ძველი მოწვევის დეპუტატები ბიუჯეტის დამტკიცებას ცდილობენ, ხმაურია.

შენობაში ოპოზიციიდან ანი წითლიძე და 3 დეპუტატი შევიდა. ისინი ითხოვდნენ, რომ სხვებსაც ესარგებლათ იგივე უფლებით, რასაც დაპირისპირება მოყვა. 

პოლიციამ მათ საკრებულოს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინა. დეპუტატი ამბობს, რომ მას თითი მოტეხეს.

"მთავარი არის ის, რომ ვითომ არჩეული მერი, ძველ საკრებულოსთან ერთად ჩაკეტილი ზის, პოლიციის კორდონით, მთლიანად საკრებულოს შენობას შემორტყმული აქვს პოლიციის ალყა, შიგნით არის საპატრულო, კრიმინალური პოლიცია, ესე ჩაკეტილი ატარებენ სხდომას რიგითი ნახვაწის გადასარჩენად", - თქვა ანი წითლიძემ.

ხმაურია საკრებულოს შენობის შესასვლელთანაც, სადაც აქცია მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ასეთივე ვითარებაა ბათუმშიც. მმართველი გუნდის ვადაგასული დეპუტატები ბიუჯეტის დამტკიცებას იქაც ცდილობენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი