ბათუმში, უმაღლესი საბჭოს წინ დაპირისპირებისას, 2 ადამიანი დააკავეს 

გამოქვეყნდა:

ცნობილი ხდება, რომ ბათუმში, უმაღლესი საბჭოს შენობის წინ მიმდინარე დაპირისპირებისასა პოლიციამ 2 პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი და მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი. მათ სავარაუდოდ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ბათუმის საკრებულოს სხდომა, რომელსაც ძველი შემადგენლობა ატარებს, შეჩერებულია. იქ ენმ-ს წვერმა, მირდატ ქამადაძემ მძაფრსუნიანი ხსნარი გაუშვა. ამის შემდეგ მოვლენების ეპიცენტრმა საბჭოს შენობის ეზოში გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ  საკრებულოს ახალი წევრები ძველი წევრების მიერ, 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი