"დაღლილები ხართ, დალიეთ წყალი, კიდევ მოგიწევთ დაკავება" - ქამადაძე პოლიციელებს 

გამოქვეყნდა:

აჭარის უმაღლესი საბჭოს წინ ვითარება ისევ დაიძაბა. პოლიცია იქ შეკრებილ მოქალქეებს აკავებს. სავარაუდოდ დაკავებულია 5 პირი.

დაკავებულებს შორისაა სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენელი ვაკო ხუნდაძე, ასევე ენმს- ს წევრი გიორგი ხალვაში.

"დაღლილები ხართ, დალიეთ წყალი, კიდევ მოგიწევთ დაკავება" - მიმართა პოლიციელებს ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ. მისი თქმით, სამართალდამცველები უკანონო დავალებებს ასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ ვადაგასულმა საკრებულომ ბათუმში უკვე დაამტკიცა 2022 წლის ბიუჯეტი, რასაც ახალი საკრებულოს დეპუტაცია ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ საკრებულოს ძველი შემადგენლობა უკვე არალეგიტიმურია, შესაბამისად ბიუჯეტის დამტკიცებაც მათი მხრიდან, უკანონოდ მოხდა.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი