"ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მიიღო - ჯიშკარიანი პროცედურულ ხარვეზებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

"ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მიიღო. მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, დარჩენილია პროცედურული ხარვეზები:

"მივიღეთ წერილი, რომლითაც პრაქტიკულად მიმართავს პენიტენციური დეპარტამენტი საბადრაგო სამსახურს ჩვენი დაშვების თაობაზე. მოგეხსენებათ, პროცედურებიც არსებობს, ეს არის პსრ ტესტირება და შესაძლებელია სწრაფი ტესტებიც დაგვჭირდეს ადგილზე, ასევე შესაკრებია ექსპერტთა ჯგუფი, 8 ექსპერტის მონაწილეობით" ამბობს ჯიშკარიანი.

მისივე თქმით, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დაეკონტაქტებიან და დააორგანიზებენ ჰოსპიტალში შესვლის პროცედურებს. ჯიშკარიანი პენიტენციურთან სატელეფონო კომუნიკაციის პრობლემებზეც საუბრობს.

გორში იმყოფება ენმ-ს წევრი აკაკი მინაშვილი, რომელსაც 2 დღეა არ უშვებენ სამხედრო ჰოსპიტალში, ის დღესაც ელოდება მიხეილ სააკაშვილთან შეშვების ნებართვას.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მასთან დეპუტატების, მისი თანაგუნდელების არშეშვების შემთხვევაში, შეწყვეტს მკურნალობას.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი