ცესკომ ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს დანიშნა

გამოქვეყნდა:

ცესკო-მ ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომის თარიღი დაასახელა. სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

განკარგულება ცესკომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო და ის მიღებისთანავე ამოქმედდა.

შეგახსენებთ, რომ ვადაგასულმა საკრებულოებმა რამდენიმე რეგიონში უკვე მოასწრეს და დაამტკიცეს 2022 წლის ბიუჯეტი. ეს პროცესი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე წარიმართა ბათუმსა და ზუგდიდში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი