
ფორსირებულ რეჟიმში მიიღო მთავარი ფინანსური დოკუმენტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომაც. სხდომას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები დაესწრნენ და 28 ხმით 0- ის წინააღმდეგ, მთავარ პრიორიტეტად, მომავალი წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდა დაასახელეს.
ხელფასებისთვის მათ დამატებით 500 000 ლარი გაწერა. გურჯაანის მერს 2022 წლიდან 2 500 ლარის ნაცვლად 5 000 ლარი ექნება.
ოპოზიციას პროტესტის ნიშნად განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია. მათი თქმით, დოკუმენტი არალეგიტიმურმა ორგანომ დაამტკიცა.
2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს ბათუმსა და ზუგდიდში, სადაც გურჯაანისგან განსხვავებით ხმაური და დაპირისპირება იყო. პოლიციამ რამდენიმე ადამიანიც დააკავეს.
ავტორი: ია გულიაშვილი