გვაქვს არა მხოლოდ სადაზვერვოს ინფორმაცია, არამედ აუდიოჩანაწერიც - ზელენსკის თქმით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების გეგმა მზადდება - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე,  "30 შეკითხვა უკრაინის პრეზიდენტს" ისაუბრა. 

ზელენსკის თქმით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ უკრაინაში გადატრიალება 1-2 დეკემბრისთვის იგეგმება. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ გადატრიალების დაგეგმვაში, მილიარდობით დოლარის სანაცვლოდ, ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის ჩართვასაც ცდილობენ.

"შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ სადაზვერვო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, არამედ აუდიოჩანაწერიც, რომელშიც უკრაინის წარმომადგენლები, რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ რინატ ახმეტოვის მონაწილეობას უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებაში, რომ მილიარდი დოლარი შეგროვდება და ა.შ. მიმაჩნია, რომ ეს ბიზნესმენი რინატ ახმეტოვის წამოწყებაა. ვთვლი, რომ ეს სპეცოპერაციაა. ვფიქრობ, რომ საუბედუროდ, ეს მისი დიდი შეცდომა იქნება, რადგან საკუთარი ხალხისა და მათ მიერ არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლება", – ამბობს ზელენსკი.

პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ ივარაუდა, რომ შესაძლოა, ბიზნესმენმა არც იცოდეს, რომ მისი სახელმწიფო გადატრიალებაში ჩათრევა სურთ. ამიტომაც ახმეტოვს საჯაროდ სთხოვა, შესაბამის ორგანოებთან ითანამშრომლოს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი