გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალი უკვე დატოვა. როგორც ის ამბობს, მიხეილ სააკაშვილს იმედი და დიდი სურვილი აქვს, რომ ორშაბათის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებას მისცემენ.
რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი თქმით, გაუმჯობესება შეიმჩნევა, თუმცა სისუსტე მაინც რჩება:
"მომეჩვენა რომ ოდნავ თითქოს არის გაუმჯობესება, მაგრამ თვითონ მითხრა, რომ დილიდან ძალიან მაქანავებდაო. ოთახი არის პატარა, ძირითადად ზის, ან წევს და მანძილი არ არის, რომ შევაფასო როგორ დადის." ამბობს ალასანია.
მესამე პრეზიდენტი დღეს შვილმა, ნიკოლოზ სააკაშვილმაც მოინახულა - "შენ რას კითხულობ, მე რას მირჩევ, რჩევებს აძლევდა და ამდაგვარი ლაპარაკი იყო" - ამბობს გიული ალასანია.
რაც შეეხება დეპუტატების შესვლას, რომელიც ბოლო დღეებში პრობლემა იყო. არსებული ინფორმაციით, 2 დღიანი ლოდინის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან აკაკი მინაშვილი შეუშვეს.