პარტიის მანქანის დალეწვის გამო, ბორის ჩელე ყურუა 2 000 ლარით დააჯარიმეს | "გირჩი - მეტი თავისუფლება"

გამოქვეყნდა:

"პოლიცია გიცავდათ საკუთარი თავისგან" - "გირჩი მეტი თავისუფლების" ინფორმაციით, პარტიის წევრი ბორის ჩელე ყურუა, პარტიის საკუთრებაში არსებული მანქანის დაზიანებისთვის სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა.

"პოლიცია გიცავდათ საკუთარი თავისგან" - დღეს გაიმართა ბორის " ჩელე" ყურუას სასამართლო პროცესი. ის 16 სექტემბერს დააკავეს სუს-თან პერფორმანსის დროს, როდესაც "გირჩი-მეტი თავისუფლების" პოლიტიკოსებმა პარტიის საკუთრებაში არსებული "შკოდა" დემონსტრაციულად დალეწეს. დღევანდელი პროცესი 12:00 საათზე დაიწყო, თუმცა ბრალდების მხარეს არ აღმოაჩნდა მტკიცებულებები, რის გამოც გადაიდო 17:00 საათამდე. საბოლოოდ კი, მტკიცებულებად წარადგინეს ვიდეო, რომელშიც ჩელე არ ჩანს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 16 სექტემბერს, სუს-ის შენობის წინ ვიდეოპერფორმანსს იღებდნენ, მათ ადგილზე მანქანა მიიყვანეს, რომელიც სიმბოლურად დალეწეს: "ასე დაიფშვნება სუს-ი".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი