მედიის მორიგი კონსოლიდაცია ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. ჟურნალისტები ყველა შესაძლო ხერხით გეგმავენ ბრძოლის გაგრძელებას ცენზურის წინააღმდეგ და შეტევის პირველი ობიექტი ქართული ოცნების მთავარი ცენზორი იქნება.
საპროტესტო აქციაზე მედია მენეჯერებმა დღეს კომისიის ხელმძღვანელის კახა ბექაურის გადადგომა მოითხოვეს. ჟურნალისტური საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ბექაური და მისი გავლენით კომისიის სრული შემადგენლობა ქართული ოცნების ინტერესებში მოქმედებს და ფინანსური სანქციებით ფაქტობრივად ცენზურას აწესებს, რომლის საბოლოო მიზანი თავისუფალი მედიის გაჩუმებაა.