ჩვენ ვხედავთ ტანკებს, "დრონებს", ჯარების რაოდენობის ზრდა ვერ აიხსნება - სტოლტენბერგი რუსეთ-უკრაინის საზღვარზე

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, მომავალ კვირას ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის ტერიტორიაზე და მის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდის საკითხზე იმსჯელებენ.

სტოლტენბერგის თქმით, წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთის მიერ, რეგიონში ძალების უჩვეულო კონცენტრაცია ხდება.

"ჩვენ ვხედავთ მძიმე შეიარაღებას, ტანკებს, "დრონებს" საბრძოლველად გამზადებულ ჯართან ერთად. ჯარების რაოდენობის ზრდა არანაირად არ იყო პროვოცირებული და ვერ აიხსნება" - ამბობს სტოლტენბერგი.

მისივე თქმით, მინისტერიალზე ალიანსის წევრები საქართველოსა და უკრაინასთან რეგიონში არსებულ სიტუაციას განიხილავენ.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ რეგიონში სიტუაციას საქართველოსა და უკრაინასთან. ისინი არიან ნატო-ს ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები, რომლებიც მიისწრაფვიან წევრობისკენ. ნატო მათ მხარს უჭერს როგორც პოლიტიკურად, ისე პრაქტიკულად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი