"ბიუჯეტი "ოცნებამ" თავის თავზე როგორ უნდა მოირგოს?" - ვოლსკი ოპოზიციის შეფასებებს "არაპროფესიონალურს" უწოდებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ბათუმსა და ზუგდიდში საკრებულოს ვადაგასული დეპუტატების მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას გამოეხმაურა და თქვა, რომ საკითხზე ოპოზიციის შეფასებები არაპროფესიონალურია.

ვოლსკის მტკიცებით, ოპოზიცია საკრებულოებში მუშაობას თავს არიდებს და დესტრუქციის მოწყობას ცდილობს.

"იმდენად არაპროფესიონალურია ასე შეფასება, რას ჰქვია, ბიუჯეტი თავის თავზე როგორ უნდა მოირგოს "ქართულმა ოცნებამ" ან ნებისმიერმა სხვამ. არსებობს პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს კონკრეტული რეგიონისთვის.

თუ რამე ისეთი არსებობს, რაც მოსახლეობას არ გამოადგება, ამისთვის ჰყავს საკრებულოში უმრავლესობა, რომელსაც შეუძლია ამ საკითხებზე იმსჯელოს, მაგრამ მსჯელობის პროცესში არ უნდათ შემოსვლა, ელემენტარული გადაწყვეტილებების მიღება უნდათ.

არ მტკიცდება ბიუჯეტი, იქმნება ქაოსი, იქმნება პრობლემები და რეალურად ეს პრობლემები აისახება საზოგადოებაზე, რომელიც შემდგომ გამოხატავს თავის უკმაყოფილებას და ამ ქაოსში დ ჯახებში, შეიძლება, რამე პოლიტიკური დივიდენტი მიიღოს, ეს არის გეგმა",-თქვა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ბათუმსა და ზუგდიდში დღეს საკრებულოს სხდომები გაიმართა, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. ოპოზიციის დეპუტატები სხდომებზე არ დაუშვეს, ხოლო ისინი, ვინც შესვლა მოახერხა, შენობებიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. გარდა ამისა, პოლიციამ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან და ზუგდიდის საკრებულოსთან საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი