19 დაღუპული და ათობით დაშავებული - ავტოკატასტროფა მექსიკაში

გამოქვეყნდა:

მექსიკაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. შემთხვევა დედაქალაქ მეხიკოდან 45 კილომეტრის დაშორებით, ერთ-ერთ გზატკეცილზე მოხდა.

ავტობუსი, რომელსაც მგზავრები რელიგიური ღირსშესანიშნაობის მოსანახულებლად მიჰყავდა, შენობას შეეჯახა, რისი მიზეზიც, წინასწარი მონაცემებით, მუხრუჭების გაუმართაობა გახდა.

დაღუპულებს შორის რამდენიმე ბავშვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი