
გაერთიანებულ სამეფოში ქარიშხალ "არვენს" ორი ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, შტორმმა სამეფოს ნაწილს გადაუარა და და ქარი, წვიმა და თოვლი გამოიწვია.
გამოცემის ცნობით, დაღუპულთა შორის, ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის დირექტორია. შემთხვევის დროს ის მანქანაში იმყოფებოდა, შტორმით გამოწვეული ქარბუქის გამო, მის მანქანას ხე დაეცა.
მეორე ადამიანი კი ინგლისის ქალაქ ლანკასტერში გარდაიცვალა.
გაერთიანებულ სამეფოში ქარიშხალ არავენის შედეგად გამოწვეულმა ქარბუქმა შენობები დააზიანა და ხეები მოწყვიტა. გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას მოსალოდნელ ძლიერ ქარზე, თოვლსა და ყინვაზე ამ დრომდე აფრთხილებენ.