სასამართლო პროცესზე დასწრებას, ჯანრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის - მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო სხდომაზე დასწრებას ხელს არ შეუშლის.

მარიამ ჯიშკარიანმა და "ემპათიას" ექსპერტებმა მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს მოინახულეს, რამდენიმესაათიანი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობასა და რეაბილიტაციას კვლავ საჭიროებს.  

"სასამართლო პროცესზე წასვლას ჯანრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის, ჩვენი მოსაზრებით. პაციენტი, რა თქმა უნდა, საჭიროებს მკურნალობას და რეაბილიტაციას, ჩვენ მკურნალობის თაობაზე კიდევ შევჯერდებით, ჩვენი რეკომენდაციები გვაქვს გამოკვლევასთან და მკურნალობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს მდგომარეობა მას ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში",-თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობასა და რეაბილიტაციას კვლავ საჭიროებს. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, მიხეილ სააკაშვილს მულტიდისციპლინური მიდგომა, სჭირდება, რაც საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული.   

"ემპათიას" ექსპერტები თავიანთ დასკვნას გაასაჯაროებენ. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ექსპერტები მიხეილ სააკაშვილს ხვალაც მოინახულებენ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. ადვოკატების ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს, სასამართლო სხდომაზე დასწრება სურს, თუმცა უცნობია მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება მას ამის შესაძლებლობას.

წინა ორ სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლოებს არ დაასწრეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი