ბიძინა ივანიშვილი ამერიკული-კორეული მოგზაურობიდან დაბრუნდა. მიიღებს თუ არა ხელშეუხებლობის გარანტიებს დასავლეთისგან - საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო ის იძულებული გახდა დაბრუნებულიყო.
"შაბათის მთავარს" წყარო უყვება რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ჭორვილის სასახლეს დრო და დრო ტოვებს, თუმცა დროის დიდ ნაწილს მაინც მშობლიურ სახლში ატარებს. ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას კონკრეტული სამსახურები ივანიშვილის სწორედ ჭორვილის სახლში უგზავნიან.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აბასთუმნის ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ოლიგარქს უკვე დაკანონებული აქვს, დაბაში შემოღობილ ასობით ჰექტარზე მშენებლობები და სარემონტო სამუშაოები ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება.
სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე, უნდა დასრულდეს, აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაც. სპეციალურად ბიძინა ივანიშვილისთვის, აბასთუმანში ავტომობილი მალე ვეღარ ივლიან. 60 კილომეტრიან ავტობანს კომპანია "ჯეუ გრუპი" აშენებს. გზის ის მონაკვეთი, რომელმაც აბასთუმანს უნდა შემოუაროს 16 კილომეტრია. აქედან 9 კილომეტრი ბორჯომ-ბაკურიანის ეროვნულ პარკზე გაივლის და 370 მეტრზე გვირაბი მოეწყობა.
ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნელებს, სამი წლის წინ დაპირდა რომ ელექტრომობილებს დაურიგებდა და მათი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებდა, მაგრამ პირობა მალე დაივიწყა.
რომანოვების სასახლისა და აბასთუმნის სხვა სიმდიდრეების გარდა, ერთი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის საკუთრება გახდა მისი სასახლის მეზობლად მდებარე 800 კვმ მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკლესიას ეკუთვნოდა, თუმცა იმის გამო საქმე ოლიგარქს ეხებოდა, ასობით კვადრატული საპატრიარქომ დათმო.
მალევე ბიძინა ივანიშვილის ეზოში მოექცა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარიც, ეკლესიას დღეს რესტავრაცია უტარდება, რის შემდეგაც ტაძარში მისვლა მხოლოდ ივანიშვილების ოჯახს და მათ სტუმრებს შეეძლებათ.