ღარიბაშვილის ჩალაგებული ბარგი | პრემიერობის დღეები დათვლილია 

გამოქვეყნდა:

პრემიერი კაბინეტის დასაცლელად ემზადება. ივანიშვილმა პოლიტიკიდან გაშვებული და შემდეგ მობრუნებული ღარიბაშვილის ისევ გაშვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. "მთავარისთვის" ცნობილი ხდება, რომ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს - თანამდებობიდან ახალი წლის შემდეგ გაუშვან.

ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან 2015 წელს ისე გაუშვეს, თვითონაც არაფერი იცოდა. წყარო "ქართული ოცნებიდან" გვიყვება, რომ ოლიგარქი ახლაც ახალ კონფიგურაციას ადგენს და ღარიბაშვილი ამ ახალ შემადგენლობაში ივანიშვილს მოწინავე ფლანგზე აღარ ესახება.

აგრესიული პრემიერის პოტენციური შემცვლელიც უკვე მოძებნილია.ქვეყნის შიგნით და გარეთ სიტუაციის შედარებით დასალაგებლად ოლიგარქი ფსონს სავარაუდოდ პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარეზე დადებს. კახა კუჭავა პარტნიორებისთვის ქართულ ოცნებაში შედარებით მისაღები პოლიტიკოსია.

წყარო გვიყვება, რომ ამ ვიდეოს გასაჯაროვება თავად ოლიგარქის სურვილი იყო - იმისთვის რომ ღარიბაშვილს უფრო კარგად გაეგო, რას ფიქრობს მასზე უფროსი. ერთ დროს საყვარელ ბიჭზე რომელსაც ორჯერ თქმა არ სჭირდებოდა, ბიძინა ივანიშვილი ახლა დამცინავად საუბრობს და ამბობს, რომ ღარიბაშვილი მისთვის ავტორიტეტი არაა, არც ფინანსები გაეგება და არც იურისტია. სამთავრობო უწყებიდან წყარო გვიყვება, რომ ამ ჩვენების გასაჯაროვების შემდეგ განაწყენებულ ღარიბაშვილთან გომელაური, ლილუაშვილი, კობახიძე და მდინარაძე მივიდნენ და მისი დამშვიდება სცადეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი