ოთხი გოგო მივედით და ეს რაოდენობა პოლიციელები დაგვახვედრეს - წითლიძის დაპირებული "განსაკუთრებული საჩუქარი"

გამოქვეყნდა:

აქცია -პერფორმანსი ზუგდიდში -"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანი წითლიძემ პოლიციის შენობასთან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფოტო მიიტანა:

"ოთხი გოგო მივედით ზუგდიდის პოლიციასთან და ეს რაოდენობა პოლიციელები დაგვახვედრეს.

ბიძინას ფოტო მივუტანეთ, როგორც სიმბოლო იმისი რომ ბიძინას დავალების შემსრულებლად იქცა ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია",- წერს ანი წითლიძე ფეისბუქზე. 

"განსაკუთრებული საჩუქარი" პოლიციელებს წითლიძემ დღეს დილით დაუანონსა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი