მოდით საქალაქო სასამართლოსთან და იქ დგომით დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება - სამოქალაქო აქტივისტები

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტებმა ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილს პროცესის პარალელურად, მისი მხარდამჭერი აქცია დააანონსეს. 

ხვალ 11 საათზე მოდით საქალაქო სასამართლოსთან და იქ დგომით დავიცვათ ჩვენი ეროვნული და პიროვნული ღირსება - ამბობს გიორგი მუმლაძე.

სამოქალაქო აქტივისტები ამჟამად თბილისში, თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსით აპროტესტებენ.

მესამე პრეზიდენტის სასამართლო ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, დილის 11 საათზეა ჩანიშნული. ჯერჯერობით უცნობია მიიყვანენ თუ არა თავად მიხეილ სააკაშვილს პროცესზე. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი