რა მოწყობილობაა დამონტაჟებული მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრის ქვეშ | გიორგი ჩალაძის საგანგებო განცხადება

გამოქვეყნდა:

"მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს... ეს იწვევს ფსიქიკურ აშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს" - ამის შესახებ საგანგებო განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ჩალაძემ გორის ჰოსპიტალთან გააკეთა.

„ეს არის ე.წ. სისტემა „купол“ ანუ „გუმბათი“, რომლის გამოსხივება მინიმუმ 100 მეტრის რადიუსში სასიკვდილო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს, იწვევს სისხლის გათეთრებას და ფსიქოლოგიურ აშლილობას“, - ამბობს გიორგი ჩალაძე.

ჩალაძემ გაასაჯაროვა კადრებიც, სადაც ჰოსპიტალის ეზოში მდგარი ავტომობილი ჩანს. ამბობს, რომ ეს სხივები 100 მეტრის რადიუსით მყოფ ყველა ადამიანს საფრთხეს უქმნის. 

ის სახალხო დამცველსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, აღნიშნულით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი