მარეგულირებელი აბსურდი | პუტინის სახელობის ჯარიმა "მთავარ არხს" არარსებული მუხლის "დარღვევის" გამო

გამოქვეყნდა:

მარეგულირებელი კომისია, რომელიც ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონებს ჭამს, უზარმაზარ ხელფასებს და პრემიებს ირიგებს და სინამდვილეში, არავის არაფერში სჭირდება - ცდილობს ხელისუფლებას დაუმტკიცოს, რომ ძალიან საჭირო ორგანოა და "ოცნებისთვის" სასურველ გადაწყვეტილებებს იღებს, ოღონდ სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ. 

ერთ-ერთი უკანონო აბსურდია "მთავარი არხისთვის" დაკისრებული 112-ათასიანი ჯარიმა და ზედ დამატებული მუქარა ჩვენთვის ლიცენზიის შეჩერების ანუ ჩვენი არხის დახურვის შესახებ. 

კომისიამ ჯარიმა ისე დაგვაკისრა, რომ ვერც კი ასახელებს, კანონის რომელი მუხლი დავარღვიეთ, ვინაიდან ასეთი მუხლი არ არსებობს და ყველაზე სასაცილოა, რომ ამას თავად კომისიის წევრებიც აღიარებენ - ასეთი მუხლი, რომელიც "მთავარმა არხმა" დაარღვია, პირდაპირ კანონში არ არსებობს, მაგრამ... ჩვენ ვთვლით, რომ მაინც დაარღვიეთო. 

"მთავარი არხის" დახურვა უნდათ და პუტინ-ივანიშვილისთვის მორიგი საჩუქრის მირთმევა. 

მაგრამ ჩვენ არც არასდროს დაგვითმია მარტივად, და არც ახლა ვაპირებთ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი