რა უნდა გერმანიის ელჩს? რა მიზანს ემსახურება ჰუბერტ ქნირში? მისი განცხადებებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი ორი სახელმწიფოს, საქართველოს და გერმანიის ინტერესებს - არა. ნუ, თუ არ ჩავთვლით, რომ ის "ქართულ ოცნებას" სახელმწიფოსთან აიგივებს, როგორც ამას თვითონ "ოცნება" აღიქვამს.
ოცნების ფარი ყველგან და ყველაფერში კნირში ნამდვილად არის - წლების განმავლობაში ის, ლამის, თვითონ ხელისუფლებაზე უფრო ადრე ამართლებს ხელისუფლებას და შემდეგ ამით საშუალებას აძლევს "ოცნებას" თქვას - აი, დასავლეთი ჩვენს მხარეს არისო.
20-ც ივნისსაც გერმანიის ელჩი უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად იყო პარლამენტის შენობაში, იმ დროს, როდესაც გარეთ ახალგაზრდებს რეზინის ტყვიებით თვალებს თხრიდნენ.
რა თქმა უნდა, ჰუბერთ კნირშს უნდა ჰქონდეს მიზეზი, რის გამოც ასე აშკარად და ტენდენციურად იჭერს "ქართული ოცნების" მხარეს. ამ მიზეზებით ჩვენ კი არა, თავად გერმანული მედია დაინტერესდა და მიაკვლია კიდეც.
იხილეთ ასევე: