გერმანიის ელჩი, რომელსაც უკვე თავად გერმანელები ამხელენ კორუფციაში, და მისი ურთიერთობა "ქართულ ოცნებასთან", რაც ილუზიას ქმნის დასავლეთთან დალაგებული ურთიერთობის, მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმის, რომ დღევანდელი ხელისუფლების სლოგანი არ არის "წინ ევროპისკენ", არამედ "შორს ევროპისგან".
ჯერ მარტო წელს რამდენი ნაბიჯით დაგვაშორა "ოცნებამ" დასავლეთისგან, უფრო ძველ ფაქტებს რომ აღარ გადავწვდეთ.
თუ აქამდე არ ჩაგიანალიზებიათ, თენგო გოგოტიშვილი დაგეხმარებათ დაინახოთ, როგორ ვცილდებით ეტაპობრივად და გეგმაზომიერად ევროპას, თანაც ისე, რომ "ქართული ოცნება" ამას აღარც მალავს და ღიად უპირისპირდება დასავლეთს. ხელისუფლების მომხრეები კი ამას მშვიდად უყურებენ და ხელს უწყობენ ქვეყნის საბოლოო გარუსეთებას.