წალენჯიხა ახალი ცხოვრების შენებას იწყებს - ყოველ შემთხვევაში, ასეთია ახალი მერის და საკრებულოს ოპოზიციის გეგმები. სხვა საკითხია, რამდენად მისცემს მათ ამის უფლებას ცენტრალური ხელისუფლება, რომლის ხელმძღვანელმაც ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა - თვითმმართველობებში ოპოზიციის არჩევას რა აზრი აქვს, ხელისუფლებაში თუ მაინც ჩვენ ვიქნებით, მაინც არაფრის გაკეთების საშუალებას არ მივცემთო.
ბათუმსა და ზუგდიდში რა ქნა ოცნებამ, უკვე ვნახეთ. მიუხედავად ამისა, წალენჯიხა არ აპირებს დაშინდეს და პოზიციები დათმოს და უკვე რეალური ნაბიჯების გადადგმას იწყებს ახალი რელობისკენ.
საუნივესიტეტო ქალაქი, სკოლები, სახალხო დარბაზი და დემოკრატიის ჰაბი - ეს მხოლოდ ნაწილია იმ გეგმების, რომლებზეც ახალი მერი, გიორგი ხარჩილავა თანამოაზრეებთან და წალენჯიხის მოსახლეობასთან ერთად იწყებს.
ანა ასათიანის სიუჟეტი: "ახალი წალენჯიხა"