პარლამენტის წინ შემოღობილი ტერიტორია ივლისში ან აგვისტოს დასაწყისში გაიხსნება - კალაძე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, პანდემიის გამო გარკვეული შეფერხებები იყო, თუმცა ახლა ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვეულ ტემპში მიმდინარეობს. 

პანდემიის გამო გარკვეული შეფერხებები იყო, ისევე როგორც სხვა პროექტებში, თუმცა ახლა სამუშაოები მაქსიმალური ჩართულობით, ყოველგვარი პრობლემების გარეშე მიმდინარეობს და ვფიქრობ, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში უნდა დასრულდეს, - ამბობს კალაძე. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები 22 იანვარს დაიწყო. მაშინ თბლისის მერიამ ტერიტორია მწვანე ღობით შემოსაზღვრა და განაცხადა, რომ იქ ფილების დემონტაჟი, საკომუნიკაციო ჭების მოწყობა და მთელი პერიმეტრის ფილებით მოპირკეთება აუცილებელი იყო. 

მანამდე კი, ამ ტერიტორიაზე ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პერმანენტულ აქციებს მართავდა. სამუშაოების დაწყებამდე, წინასაახალწლოდ, მერიის წარმომადგენლებმა სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი აიღეს და მის ადგილას საბავშვო ატრაქციონები დადგეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი