ეს სხდომა უნდა იქნეს ლაივ რეჟიმში გადაცემული - ბექა ბასილაია

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი ბექა ბასილაიამ სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ 2 თვის განმავლობაში ხელისუფლებას აკეთებდა ყველაფერს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს წინაშე წარდგომის საშუალება არ ჰქონოდა, მაგრამ ქართველი ხალხის დიდი აქტიურობისა და საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, ხელისუფლება იძულებული გახდა, მიხეილ სააკაშვილი თავისივე პროცესზე მიეყვანა.  

ბასილაიამ აღნიშნა, რომ მათ აქვთ რამდენიმე შუამდგომლობა ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე, რასაც სასამართლო პროცესზე გააჟღერებენ. 

"უპრეცენდენტო საერთაშორისო ზეწოლის ფონზე და ქართველი ხალხის დიდი აქტიურობის ფონზე, მრავალათასიანი არაერთი დემონსტრაციის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა, მიხეილ სააკაშვილს ესარგებლა მისი კანონიერი უფლებით, წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე და ახლა ველოდებით სასამართლოს წინაშე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას... ეს არის პროცესი, რომელზეც არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აქამდე არცერთ პროცესზე არ ყოფილა და ეს სხდომა უნდა იქნეს ლაივ რეჟიმში გადაცემული, ეს უნდა იქნას პირველ რიგში ქართველი ხალხისთვის გაკეთებული",- თქვა ბექა ბასილაიამ

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება

ამავე თემაზე:

მოვითხოვთ სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას - დიმიტრი საძაგლიშვილი
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი