მოვითხოვთ სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას - დიმიტრი საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები დღევანდელი სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას მოითხოვენ. გარდა ამისა, მათ კიდევ ექნებათ რამდენიმე შუამდგომლობა, რომლის შესახებაც პროცესის დაწყებამდე ჯერ არ საუბრობენ.

7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.

პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საშუალება ექნება მოსახლეობას მიმართოს.

ამ ეტაპზე სასამართლო სხდომაზე მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელია დაშვებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი